დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი იზრდება!
2009/07/13 08:26:05

ქუთაისის ადმინისტრაციული საზღვარი 124 ჰექტრით იზრდება. ეს ფართობი და კიდევ 800 ოჯახი ქუთაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა დაუთმო.

საქუსლიას მოსახლეობას ერთდროულად ორი პრობლემა უგვარდება, ისინი ქუთაისელები და თანაც ამომრჩევლები ხდებიან.

არ არის გამორიცხული, ქუთაისის საზღვრები სხვა მეზობლების ხარჯზეც გაიზარდოს, ქალაქის ამბიციური გეგმებიდან გამომდინარე - ინდუსტრიული ზონის გამოცხადება, ქალაქზე გამავალი ავტობანის მშენებლობა. თუმცა, ჯერჯერობით, ქუთაისის თვითმმართველობაში მხოლოდ საქუსლიას პრეცენდენტზე საუბრობენ.

„გორა-საქუსლია“-ს (მებაღეობა „კოლხიდა 2“) მოსახლეობა თითქმის 30 წელია, ფაქტობრივად, ქუთაისში ცხოვრობს, მაგრამ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის ტერიტორიულ ერთეულში შედის. დენი და წყალი ქუთაისის აქვთ, სკოლაც და ბაღიც. დღემდე უმისამართოდ ცხოვრობენ, რის გამოც მათთან სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ მიდის.

გორა-საქუსლიას მოსახლეობამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას ქუთაისზე მიკუთვნების თხოვნით  ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა.  წერილში ( 31.03 2008) წერია, რომ მათ უმისამართობის გამო არასოდეს  დახმარება არ მიუღიათ, არც - ვაუჩერები. „არ მიგვიღია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, რადგანაც ჩვენი ბიულეტენები არსად იყო დაფიქსირებული, მთელს მოსახლეობას დენით და წყლით ქუთაისი გვამარაგებს, უფროსები ავტოქარხანაში არიან დასაქმებულები, ბავშვებისათვის ვსარგებლობთ სხვადასხვა ბაღებითა და 34-ე სკოლით, ჩვენი ყველა საარსებო პირობით ქუთაისთან ვართ დაკავშირებული და ძალიან გვაინტერესებს, წყალტუბოსთან რა საქმე გვაქვს?!“

ამ წერილის ხელმომწერებმა ყოველი შემთხვევისათვის ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობა და მხარდაჭერის დაპირება გააყოლეს: „ჩვენ გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო არჩევნებში და მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს.“ როგორც ჩანს, ასეთმა თხოვნამ ხელისუფლებას გული მოულბო. მართალია, მათი თხოვნის გათვალისწინება გასული არჩევნებისთვის ვერ მოხეხრდა, მაგრამ ხანგრძლივი პროცედურა დაიწყო.

ქუთაისის საკრებულოს ?112 განკარგულების საფუძველზე ქალაქის მერიას დაევალა შესაბამისი ღონისძიებების გატარება - თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრებისა და სქემატური რუკის შედგენა.

 დავალების მიუხედავად, ქალაქის მერიაში ამ საკითხზე ინფორმირებული პირი ვერ ვიპოვეთ.

საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ მერაბ მეშველიანმა მოგვაწოდა. „მას შემდეგ, რაც წყალტუბოს საკრებულომ აღნიშნული ტერიტორიის ქუთაისისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილება მიიღო, ამაზე ქუთაისის მთავრობამ და საკრებულომ იმსჯელა.

„ქალაქის მთავრობამ ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და გადაეგზავნა პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტს, რათა საკითხი მომზადებულიყო. კომიტეტის სხდომაზე მიწვეული ვიყავი, კომიტეტმა ჩათვალა, რომ საკითხი უნდა დაკმაყოფილდეს. ამის შემდეგ საკითხი დოკუმენტის მოსამზადებლად ბიუროს გადაეგზავნა. რამდენიმე თვეში ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს.

მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება საქუსლიაში ქუჩები და ფირნიშები, როგორც მერაბ მეშველიანი ამბობს, მათი საპასპორტო და კომუნიკალური საკითხები მალე ქალაქის სინამდვილეში მოექცევა. მან სამომავლოდ არ გამორიცხა ქალაქის ტერიტორიების გაზრდა და ეს ინდუსტრიული ზონის მშენებლობას დაუკავშირა. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სერიოზული მოლაპარაკებები მიდის ბიზნესმენებთან, რომ გარკვეული ინვესტიციები დააბანდონ ჩვენთან.

წყალტუბოსთან მტკივნეული არ ყოფილა ამ საკითხზე მუშაობა, არა მგონია, რომელიმე სახელმწიფო მოხელე, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, იმის წინააღმდეგი იყოს, თუ გარკვეული ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის ზრდა ხდება,“ - ამბობს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრვი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში ქუთაისის გაფართოებაზე ჯერ არაფერს ამბობენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია