საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვის მინისტრად, შესაძლოა, ბიძინა გიორგობიანი დაინიშნოს
2015/04/28 13:39:46

უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტს ბიძინა გიორგობიანი დაიკავებს.

 

 

გიორგობიანი ამ დრომდე თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელია. ყოფილმა გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა, მიზეზად კი საზღვარგარეთ მყოფ ოჯახთან წასვლის სურვილი დაასახელა.

 

 

გიორგობიანი, გამოცემა „კომერსანტის" ცნობით, ფაქტს არ ადასტურებს და მისი მინისტრად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

შეგახსენებთ, რომ 8 წლის შემდეგ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი ძველ პოსტს 2013 წლის ივნისში დაუბრუნდა.

 


ბიძინა გიორგობიანი საქართველოში გერმანიიდან რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში ჩამოვიდა.

 


გიორგობიანმა საქართველო 2005 წელს დატოვა. 2007 წელს კი დაუსწრებლად შეეფარდა 6-წლიანი პატიმრობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ბიძინა გიორგობიანი თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევდა.

 

წყარო: http://commersant.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია