დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამინისტრომ სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წარმოადგინა
2017/08/19 12:35:53

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინასაქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი“, რომელშიც ასახულია მოცემულ წლებში სოფლის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ინფორმაცია.


სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

, რომელიც ხელმძღვანელობს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.


სამოქმედო გეგმის განხილვას ესწრებოდნენ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, ევროკავშირის (EU),  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG), დარგში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და მედიის წარმომადგენლები.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის აღნიშნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციის პროცესში წამყვანი უწყება

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია