დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს მიეძღვნა
2015/03/07 13:30:30

ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26 საუკუნოვან კავშირებს მიეძღვნა ღონისძიება: თუ დაგივიწყო, იერუსალიმ... თუ დაგივიწყო, საქართველო...“, რომელიც გაიმართა 2014 წლის 4 დეკემბერს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ებრაელთა სათვისტომოს თავჯდომარე ბატონი მოსე ბალუაშვილი, ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მასწავლებლები, ქალაქ ქუთაისის N40 საჯაროსკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები


ღონისძიება მომზადდა ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის, სკოლის ბიბლიოთეკისა და ქალაქ ქუთაისის  N14 საქალაქო ბიბლიოთეკის თანამშრომლობით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები. ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია დაუკავშირდა ქართულ-ებრაული ურთიერთობის საიუბილეო წელს, 2014 წელი ამ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის წლად გამოცხადდა.

 

ღონისძიება გააშუქა ტელეკომპანია რიონმა“.

 

ხელმძღვანელი და ორგანიზატორი - ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი: ნინო ბანცაძე.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2251
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია