დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საკრებულოს სხდომა „25-12“-ით
2012/03/28 16:36:22

დღეს ქუთაისის საკრებულოს მორიგი, მე-20 სხდომა, ტრადიციულად ნახევრადცარიელ დარბაზში გაიმართა: 25 დეპუტატიდან 12 სხდომას არ ესწრებოდა.

სხდომა რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა აპარატის უფროსს მკაცრი შენიშვნა მისცა და მოსთხოვა, რომ მომავალში დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე ზუსტად დანიშნულ დროზე გამოცხადდნენ.

სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, ჩვეულებისამებრ ყველაზე მეტად ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ლიდერი მამუკა მღვდელაძე აქტიურობდა, საკრებულოს დეპუტატების მიერ მისაღებ დადგენილებებზე დეტალურ პასუხებს ითხოვდა, რაზეც  ნაც-მოძრაობის წევრი დავით გოგისვანიძე გაღიზიანდა და მღვდელაძეს თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

„ნუ კივიხარ და ნუ ილანძღები ერთი ვიღაცასავით, კამერები იღებს და არ ვიტყვი, ვისაც გამგვანებ... ასე რომ, დაწყნარდი დამშვიდდი და სხვასაც მოუსმინე,“ - უთხრა დავით გოგისვანიძემ  მამუკა მღვდელაძეს.

საკრებულოს რიგით მე-20 სხდომაზე თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტის ანგარიში წარადგინეს, ასევე სხვადასხვა დადგენილებებში შეიტანეს კონკრეტული ცვლილებები. მოხდა  მისამართების მინიჭება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი სხდომა იყო, განვიხილეთ გასული წლის ბიუჯეტი, ვიმსჯელეთ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებზე, მივიღეთ მთელი რიგი შესწორებები“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ხვადაგიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია