დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„პატრიოტების“ შენიშვნები და რეკომენდაციები ქუთაისის შეუსრულებელ ბიუჯეტზე
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/18 14:51:28

2014 წლის ბიუჯეტის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტები“ მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის მუშაობას არადამაკმაყოფილებლად აფასებს. ფრაქციის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში არსებული 4 მილიონიანი დეფიციტი და აღმასრულებელს ამ მიმართულებით დამატებითი სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

„არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებს ქალაქის ბიუჯეტში 4 მილიონიან დეფიციტს. ასეთ მძიმე ვითარებაში  ქუთაისი აქამდე არასდროს ყოფილა. ქონების პრივატიზების ნაწილში არსებული გარღვევა მძიმე ტვირთად აწევს ქალაქს. ჩვენი ფრაქცია საერთო ჯამში არადამაკმაყოფილებლად აფასებს აღმასრულებლის მუშაობას“,-განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ კახა ნემსიწვერიძემ.  

ფრაქციის დეპუტატები  აუქციონზე გამოტანილი უძრავი ქონების გასხვისების პრობლემას ქონების მართვის სამსახურის  არაეფექტურ მუშაობას აბრალებენ და აცხადებენ, რომ შესაბამისმა სამსახურმა ქონების შეძენის მსურველებთან არაეფექტურად იმუშავა, რის გამოც წლიური გეგმა ვერ შესრულდა.

„გამოდის, რომ ერთი შემსყიდველი საშუალოდ 5 ათასი ლარის მიწას ითხოვდა, რაც შემოსული წერილების რაოდენობის გათვალისწინებით მილიონ ლარამდე შემოსავალს მოიტანდა. ანუ, თქვენ რომ ყველა წერილზე გაგეცათ პასუხი, ახლა ასეთი სიტუაცია არ გვექნებოდა“,-აცხადებს ფრაქციის დეპუტატი ტარიელ მესხი.

არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით ფრაქციის შენიშვნებს არ ეთანხმება ვიცე-მერი. ნოდარ მიქიაშვილის თქმით წლიური გეგმის შესრულების პრობლემა წლის დასაწყისში მისმა არასწორმა დაგეგმვამ გამოიწვია.

ქონების მართვის სამსახურის უფროსი ბესო ცქიფურიშვილი კი, რომლემაც დღევანდელ სხდომაზე დეტალური ანგარიში წარმოადგინა, აცხადებს, რომ წერილებზე პასუხების გაცემა ადგილობრივ თვითმმართველობაში ბოლო დროს მომხდარი მასშტაბური საკადრო ცვლილებები გახდა, რამაც დროებით პროცესის პარალიზება გამოიწვია.   

უძრავი ქონების გასხვისების პრობლემასა და ჩაშლილ აუქციონებთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი პრივატიზაციის პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნასთან დაკავშრებით. კახა ნემსიწვერიძემ მოითხოვა საფუძვლიანად იქნას შესწავლილი აპრილის თვიდან  დანიშნული მერების საქმიანობა და გაირკვეს, რატომ ფერხდებოდა ქონების გაყიდვა.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ქონების მართვის სამსახური წლიური გეგმის მხოლოდ 19%-ის შესრულებას ახერხებს.

 

2013 წელს სულ 19 აუქციონი ჩატარდა. უძრავი ქონების  შეძენის სურვილი კი მთელი წლის განმავლობაში 462-მა ადამიანმა გამოთქვა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია