დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი რაიონში სამართლიანობის აღდგენას გეგმავს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/25 10:12:17

„პირველი, რასაც გამგებლის თანამდებობაზე გავაკეთებ სამართლიანობას აღვადგენ“-ასე დაიწყო PSNEWS.GE-სთან საუბარი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა გამგებელმა მალხაზ გურგენიძემ. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში თერჯოლაში მეტნაკლებად უსამართლობა იყო.

„საკადრო ცვლილებები, დაბალ დონეზეც კი პიროვნებების სურვილით ხდებოდა. მთელი რაიონს რამდენიმე ადამიანი განკარგავდა, რაც უსამართლობას მეტ-ნაკლებად იწვევდა. ჩემი მმართველობის უმთავრესი ამოცანა სწორედ სამართლიანობის აღდგენა იქნება. შემდგომ ამისა, ვაპირებთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილებას, რაც რაიონის განვითარებას შეუწყობს ხელს“.-აღნიშნა თერჯოლი მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

მალხაზ გურგენიძე თერჯოლის საკრებულოს 5 წევრიანმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 24  კანდიდატიდან შეარჩია. გურგენიძის თქმით, კომისიამ მის კანდიდატურაზე არჩევანი სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილების გამო შეაჩერა. როგორც ცნობილია 2004 წელს მას უკვე ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა. მიმდინარე წლის ივნისიდან კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ინიშნებოდა.

გურგენიძის განცხადებით, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში თერჯოლის 19 სოფელში სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც 2013 წლის 1 დეკემბერს უნდა დასრულდეს. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით კი მდინარე ყვირილაზე ხიდის მშენებლობაა დაწყებული, ასევე მიმდინარეობს ჭოგნარის გზის მშენებლობა, რომელიც შმოვლით გზაზე დაერთდება, ჭალასთავის წყალსაცავის 1100000 ლარიანი პროექტის ფარგლებში კი თერჯოლის რამდენიმე სოფელს წყლის პრობლემა საერთოდ მოეხსნება.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მსგავსად სხვა რაიონებისა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეირგანიზაცია დაიწყება და  ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამშრომელი კონკურსით შეირჩევა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებით, რომელიც პარლამენტმა უკვე ორო მოსმენით განიხილა,თერჯოლის ადგილობრივ თვითმმართველობაში 177 საშტატო და 10 ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი  იმუშავებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია