დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხვალ საკრებულოს სხდომა აქციის ფონზე ჩატრდება
2013/08/22 14:05:23

მარინე დახუნდარიძე: "ვინც მერის იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს, კინწისკვრით გამოვაგდებთ საკრებულოდან"

ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის პრალელურად ქუთაისის  მერიის   შენობის წინ საპროტეტო აქცია გაიმართება.  მრავალშვილიანი დედები ქალაქის მერის,  დიმიტრი კოპალიანის მხრდასჭერ აქციას გამართავენ და საკრებულოს  მოუწოდებენ არ დააყენონ კოპალიანის იმპიჩმენტის საკითხი. აქციის მონაწილეები იმუქრებიან, რომ დეპუტატებს  მერის   გადაყენების საშუალებას არ მისცემენ. მრავალშვილინი დედების საპროტესტო აქცია მერიის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხვალინდელ   სხომამდე ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ.

"იქნებ გაბედონ და მოითხოვონ იმპიჩმენტი, კინწისკვრით გამოვყრით ყველას გარეთ. მერმა მოსვლა ვერ მოასწრო და უკვე მისი მოშორება უნდათ, რადგან მათ შეკვეთებს არ ასრულებს. ვინც კი ისეთი მერი მოვიდა, რომელმაც ხალხზე ზრუნვა რეალურად დაიწყო ამათი მსხვერპლი გახდა. ამიტომ, ჩვენ  ქუთაისელები,  ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მერს, რადგან ქალაქის სირცხვილია, რომ უკვე მეორე მერს უცხადებენ იმპიჩმენტს, თან იმათ, ვინც  თავად მოიყვანეს", – აცხადებს მარინე დახუნდარიძე.

"ხუთმა ადამიანმა ჩაიდო ქუთაისი ჯიბეში, თევდორაძეებით დაწყებული მერაბ მეშველიანით დამთავრებული.  კალიებივით დახტიან პარტიებში, ვითომ სახელები  შეიცვალეს, მაგრამ ქალაქში გავლენა არ დაუკარგავთ. იმედი გვქონდა, რომ არჩევნების მერე მაინც შეიცვლებოდა რამე, მაგრამ უშედეგოდ. ქალაქის ბედით დაინტერესებულ ადამიანებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომაც აქ ვიქნებით ბოლომდე
",– აცხადებს ნინო ნაცვლიშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია