დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ ხიდზე სამუშაოების დასასრულებლად სხვა კომპანია დაიქირავა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/23 13:08:36

ქუთაისში რუსთაველის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს კომპანია „გეო კონსტრუქცია"  ასრულებს. კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს უშუალოდ კურირებს, აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, მერია კომპანიას შესრულებული სამუშაოებისთვის რამდენს გადაუხდის.


როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, ხიდზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის მერიამ რამდენიმე კომპანიას მიმართა. სამუშაოების შესრულებაზე თანხმობა „ჯეოკონსტრუქციამ“ განაცხადა, რომელიც ხიდის რეაბილიტაციას წინა ხელშეკრელუბიდან დარჩენილი 106 000 ლარით დაასრულებს.


მიუხედავად იმისა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება ამ დროისთვის გაფორმებული არ არის, ხიდზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს. ბასილაძის განცხადებით, ხელშეკრულება დღეს გაფორმდება, სამუშაოების მალე დასრულების მიზნით კომპანია დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგა.


„გეო კონსტრუქციამ" სამუშაოები 45 დღეში უნდა დაასრულოს.


შეგახსენებთ, რომ რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციისთვის მერიამ რამდენიმე თვის წინ ხელშეკრულება შპს "გეგი"-სთან გააფორმა, თუმცა კომპანიამ პირობები დაარღვია, რის გამოც  მერიამ კომპანიასთან სასამართლო დავაში შევიდა და ვადაგადაცილებისთვის  „გეგის" 163 000 ლარს ედავება.

 

                                 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2313
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია