დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქრისტინეს ახალი ეტაპი
2015/02/09 19:10:58

რამდენიმე დღის წინ ქრისტინე კოსტავამ   ელ. ფოსტაზე  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან შეტყობინება მიიღო. – თქვენ წარმატებით გადალახეთ მეორე ეტაპი,  რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტინესთვის მართლაც ახალი ეტაპი დაიწყო – „ერუდიციის სკოლაში’’ სამინისტროს ერთ ერთ პარტნიორ ორგანიზაციაში,   ონლაინ ოპერატორად იმუშავებს.

 

ცოტა ხნის წინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ  შშმ პირის  საზოგადოებაში  ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, შშმ პირების დასაქმების მიზნით კონკურსი გამოაცხადა.  კონკურსანტებისთვის ძირითად მოთხოვნათა სია ასე გამოიყურებოდა:


ერუდიციის მაღალი დონე, ლიტერატურასთან მუშაობის  უნარ–ჩვევები, კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, ინგლისური, რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების ცოდნა და საკუთარი კომპიუტერი – იმისთვის, რომ დასაქმებულებს შესაძლებლობა ჰქონოდათ სახლიდან გაუსვლელად შეასრულონ სამუშაო.


კონკურსი ორ ეტაპად  ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში  სულ   40 განაცხადი შემოვიდა, პირველ ეტაპზე განაცხადების საფუძველზე შეირჩა 30 მონაწილე, რომლებსაც მიეცათ დავალება დაეწერათ სტატია, ერთერთი ცნობილი მწერლის შესახებ.

 

შერჩევის მეორე ეტაპი პროგრამის ხელმძღვანელების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შშმ პირთა უფლება დამცველების მონაწილეობით  ჩატარდაახალგაზრდების  ნაშრომების განხილვის შედეგად  9 გამარჯვებული გამოვლინდა.

 

ქრისტინე რჩეულებს შორი მოხვდა, მან  ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და დღეს მის მოვალეობაში ლიტერატურის დამუშავება, თარგმნა და შემეცნებითი სახის სტატიებისა და ნაშრომების მომზადება  შედის.

 

 

ქრისტინე კოსტავა: ყოველთვის მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა,   კონკურსის  შესახებ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისგან შევიტყვე,   შშმ პირთა დასაქმებისა და თანაბარი ხელმისაწვოდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის დასაქმების კონსულტანტები ყველა პროცედურაში  დამეხამრნენ. მიხარია, რომ ჩემთვის საყვარელ საქმეს გავაკეთებ. ურთიერთობა  მექნება საზოგადოებასთან, რაც დამეხმარება უფრო მეტად განვავითარო ჩემი უნარები და მეტ წარმატებას მივაღწიო.  ასევე უნდა აღვნიშნო, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, ძალიან მნიშნველოვანია ასეთი ტიპის პროგრამები.’’ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია