დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
181 401 ლარი ავეჯისთვის - „ქამრების შემოჭერის“ პირობებში
2015/03/18 15:12:05

დღეს უმცირესობის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინა, რომლითაც საქართველოს ბიუჯეტიდან ძვირადღირებული იტალიური ავეჯის შეძენაა განზრახული პრემიერ-მინისტრის ოფისისათვის. დოკუმენტებს თავად საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს. 

 

ირმა ნადირაშვილი: „მინდა შეგახსენოთ დადგენილების პროექტი, რომელსაც ხელს აწერს ირაკლი ღარიბაშვილი და სადაც წერია, რომ ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, მაქსიმალურად შეიზღუდოს რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საოფისე ტექნიკის და ინვენტარის ხარჯები.


წარმოდგენილია ორი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში შეუკვეთა რბილი ავეჯი, რომლის შესყიდვაც თავისივე ხელმოწერით აკრძალა. ხელშეკრულება გაფორმებულია ორ კომპანიასთან Lifestyle-თან და იტალდიზაინთან. 


მთელი ეს ავეჯი გადამხდელებს, საქართველოს მოსახლეობას, ბატუტზე მხტუნავი პრემიერის და მცურავი ლარის კურსის პირობებში, სულ დაუჯდა 181 401 ლარი.


მთავრობას არ სურს, რომ თუნდაც ამ ელემენტარულ ფუფუნებაზე თქვას უარი.


ეს მაგალითები ნათლად ადასტურებს, რამხელა უფსკრულია ხელისუფლების სიტყვასა და საქმეს შორის. 
ეს მაგალითები ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ გვყავს მატყუარა მთავრობა, რომელის ამ საქციელით დასცინის ხალხს. ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ 21 მარტს ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლების ასეთ აღვირახსნილ ქმედებას და მე ყველას მოვუწოდებ 21-ში რომ მობრძანდნენ აქციაზე.“

 

ხელშეკრულების ასლები: 

https://mail.google.com/mail/u/0/?pli=1#inbox/14c2c37cc32b37d0?projector=1

 

https://mail.google.com/mail/u/0/?pli=1#inbox/14c2c37cc32b37d0?projector=1

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია