დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯიღაურას ბაზაზე თუთის ნერგების დაირგო
2016/03/18 20:52:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურას საცდელ მეურნეობაში შუა აზიიდან შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ნერგები დარგეს.

 

მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში,  დაინტერესებულ ფერმერებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ გადაეცემათ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები მათ თუთის მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებებს გააცნობენ და სათანადო კონსულტაციას გაუწევენ.

 

კვლევითი ცენტრის კუთვნილ ბაზაზე სულ თუთის 5 000  ნერგი დაირგვება.  უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად გამოიყენება.

 

აღსანიშნავია, რომ თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს  ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია ,,ასკანელი ძმებისდამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ,  მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჩუქრად გადასცა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია