დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
Charlie Hedbo-ს კარიკატურისტი: ბოდიშს გიხდით, ჩვენ ისევ დავხატეთ მუჰამედი
2015/01/14 12:03:35
საფრანგეთში, სატირულ ჟურნალ Charlie Hedbo-ს ახალი ნომერი უკვე იყიდება. 


„ბი-ბი-სი-ს“ ინფორმაციით, ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, Charlie Hedbo-ს ახალი ნომერი 3 მილიონიანი ტირაჟით გამოვიდა.

გარეკანზე გამოსახულია წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა, მას ხელში პლაკატი, წარწერით „მე ვარ შარლი“ უჭირავს. კარიკატურის ზედა მხარეს კი წერია: „ყველაფერი ნაპატიებია“.


ჟურნალში ასევე მუჰამედ წინასწარმეტყველის სხვა კარიკატურებიც არის. ჟურნალის გარეკანი Charlie Hedbo-ს რედაქტორმა და კარიკატურისტმა საგანგებო პრესკონფერენციაზე წარადგინეს.


კარიკატურისტ რენალდ ლუსიეს განცხადებით, ეს არის გარეკანი რომელსაც Charlie Hedbo-ს რედაქციისგან მსოფლიო ითხოვს.

„ბოდიშს გიხდით, ჩვენ ისევ დავხატეთ მუჰამედი. ასეთ ვითარებაში რთული იყო ამ კარიკატურის შექმნა. ერთადერთი იდეა მქონდა, რომ დამეხატა მუჰამედი. ის ამბობდა – მე ვარ შარლი. როდესაც შევხედე ტიროდა და უბრალოდ წარწერა „ყველაფერი გაპატიეთ“ მივამატე. ეს არ არის გარეკანი რომელსაც ჩვენგან მსოფლიო ითხოვს ან გარეკანი, რომელსაც ტერორისტები ისურვებდნენ“,-განაცხადა რენალდ ლუსიემ.


პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hedbo-ს რედაქციაზე 7 იანვარს შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. რედაქციის ოფისში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანამშრომლებს „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. მოგვიანებით შეტევა მოხდა ებრაულ სუპერმარკეტზე. ორივე თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა.


საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, ქვეყანაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებულია - მობილიზებულია 100 ათასამდე სამართალდამცველი.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2693
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია