საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
120-ე უბანზე მომხდარი დარღვევის გამო უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ საჩივარი დაიწერა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/27 11:12:22

ქუთაისის 120-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ  დარღვევასთან დაკავშირებით უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კარლო მაჭარაშვილმა განმარტება გააკეთა. როგორ მაჭარაშვილი აცხადებს, უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა პენსიონერი ამომრჩეველი, რომელმაც აღნიშნა, რომ პირადობის მოწმობა დაკარგული ჰქონდა. ამომრჩეველმა წარმოადგინა პირადობის მოწმობის ასლი და საპენსიო წიგნაკი. როგორც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მათ შეამოწმეს და დაადასტურეს მონაცემთა ერთიან ბაზის მეშვეობით ამომრჩევლის იდენტურობა ამის გამო უბნის კომისიის თავმჯდომარემ დაუშვა გამონაკლისი – ხმა მიაცემინა პირადობის მოწმობის გარეშე.

მაჭარაშვილი მომხდარს დარღვევად არ თვილის, თუმცა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსუფაიშვილი აღნიშნავს, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობით და მის გარეშე ხმის მიცემის ნებისმიერი ფაქტი დარღვევას წარმოადგენს.

 

შეგახსენებთ, რომ უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ უკვე დაიწერა საჩივარი, სადაც მისი პასუხისმგებლობის საკითხია დაღენებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია