დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩილ გოგსაძე სოფელ დიმის მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/09/28 16:07:17

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე სოფელ დიმის მოსახლეობას  შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და დასაქმების საკითხები განიხილა. არჩილ გოგსაძე  შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მოსახლეობისთვის გაზიარების მზადყოფნას გამოთქვამს, რათა სოფელი ახალი მიმართულებით განვითარდეს.

„დასაქმების საკითხს ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. მზად ვარ, გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც დღეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. ეს არის ორი ძირითადი მიმართულება - სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. აღნიშნული მიმართულებით, ხელისფლებისგან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება“, - განაცხადა არჩილ გოგსაძემ.

მერობის კანდიდატი დიმის მოსახლეობას სამი დღის განმავლობაში ხვდებოდა. ის ამომრჩეველთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განაგრძობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3161
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია