საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თავდაცვის ახალი მინისტრის დოსიე
2014/11/05 12:50:55

35 წლის მინდია ჯანელიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრად დღეს წარადგინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მინდია ჯანელიძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.


დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნეს სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში.


საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში კარიერა დაიწყო ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.


მინდია ჯანელიძე, სამხედრო წოდებით არის ვიცე-პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო - მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისთვის".


ჯანელიძის 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი ბინა თბილისში, ავტოფარეხი და ასევე 72 კვ.მ ფართობის მშენებარე ბინა.


კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორობამდე მინდია ჯანელიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, რა პერიოდშიც მისმა შემოსავალმა 29 549 ლარი შეადგინა, ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში, 2013 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, მისმა შემოსავალმა 8 324 ლარი შეადგინა.

 

ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.


ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

წყარო: http://reportiori.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია