დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახი კალაძის "სახელმწიფოებრივი" პოზიცია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/29 16:47:40

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ხუდონჰესი უნდა აშენდეს, რაკი «საქართველოს მეტი ელექტროენერგია სჭირდება დღეს და კიდევ უფრო მეტი დასჭირდება ხვალ». 
მთავარ ოპონენტებად ვიცე-პრემიერმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია დაასახელა, რომლებიც ამ მშენებლობას აპროტესტებენ ეკოლოგიური მოსაზრებების გამო. სინამდვილეში, კალაძემ ძალიან კარგად იცის, რომ პროექტის მთავარი მოწინააღმდეგე არა «მწვანე» შეფერილობის რამდენიმე სუსტი ორგანიზაცია, არამედ სოფელ ხაიშის და სვანეთის ზოგიერთი სხვა სოფლის მოსახლეობაა.

ამას წინათ მათ ხატზე დაიფიცეს, რომ არავითარ მშენბლობას არ დაუშვებენ, ესე იგი არ შეურიგდებიან წინაპართა საფლავებისა და სალოცავების წყლით დაფარვას. ეს ფიცი, ანუ ძველქართულად თუ ვიტყვით, «ძეგლისდება» უდავოდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა აქვე ჩნდება ბოროტი ეჭვი: შეფიცულებს თავად თუ აქვთ გაცნობიერებული, რა ძალა ექნება ამ ფიცს მათი სინდისისა და საზოგადოებაში მათდამი პატივისცემის თვალსაზრისით? ხატზე საშინელი ფიცის დადება იმას ნიშნავს, რომ ისინი არ აპირებენ ვაჭრობას ხელისუფლებასთან და ინვესტორთან წინაპარათა საფლავებსა და სალოცავებზე, ესე იგი ფული ან ახალი საცხოვრებელი პირობები არ აინტერესებთ და რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, უკან აღარ დაიხევენ.

აბა სხვას რას ნიშნავს ესოდენ საზარელი ფიცი, რაც საქართველოს მთიანეთში, ტრადიციულად, ძალზე იშვიათი მოვლენაა? ხაიშელებს იმაზე ხომ არ დაუფიციათ, «ამჟამად რასაც გვთავაზობენ, არაფრის დიდებით არ დავთანხმდებით, მაგრამ მეტი თუ შემოგვთავაზეს, ვიფიქრებთო».

გამოდის, შექმნილი სიტუაცია საქართველოსათვის ჩვეული «პიკირების» ხასიათს იძენს, როდესაც ორი ძალა ერთმანეთს უნდა შეასკდეს, ერთმა გაიმარჯვოს, მეორე განადგურდეს (პირველ რიგში მორალურად) და არც ერთი არ იტოვებს უკან დასახევ გზას. ჩლუნგად რადიკალური მენტალობისა და კომპრომისის კულტურის არქონის ბრწყინვალე მაგალითია.

სხვათა შორის, ხელისუფლებაც არანაკლებ მძიმე დღეშია, ვინაიდან უკვე თქვა, «უნდა აშენდესო», ინვესტორების წინაშე მკაფიო ვალდებულებებიც იკისრა და უკან ასევე ვეღარ დაიხევს. ანუ საქართველოსთვის ტიპიური სიტუაციაა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც უკომპრომისო «კლინჩიდან» გამოსავალი თეორიულადაც აღარ არსებობს.

აქვე უნდა ითქვას, რომ «ქართულმა ოცნებამ» ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს შექმნა ისეთი აურა, რომ ხუდონჰესი ქვეყნის დაღუპვა და სულში ჩაფურთხება იქნებოდა. სწორედ ასე აღიქვამდა ხალხი დაპირებებს: «არც ერთი ჰესი არ აშენდება, სანამ საკითხს დაწვრილებთ არ შევისწავლითო». ამ ფრაზას ხაიშელებიც და სხვებიც «თარგმნიდნენ», როგორც მშენებლობის უარყოფას და იმის აღიარებას, რომ «ხუდონჰესი» მხოლოდ მიშას ახირება იყო, ანუ ერთ-ერთი «გიჟური და უსარგებლო პროექტი» სხვა მრავალი ახირებიდან და სიგიჟიდან. ახლა აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არ ყოფილა, მაგრამ დღევანდელი მთავრობის პოზიცია უკვე სიტყვის გატეხვად აღიქმება და რამდენიც არ უნდა ელაპარაკოთ მასას, რომ «გამოწვლილვით შესწავლა» სულაც არ ნიშნავდა პროექტის ხელაღებით უარყოფას, - ვერაფრით გადაარწმუნებთ. იგი მაინც იტყვის: «ოცნებამ დაპირება არ შეგვისრულოა». ისევე, როგორც ივანიშვილის სიტყვები «იპოთეკართა გაჭირვების ყურადღებით შესწავლის შესახებ» ესმოდათ (რაკი ასე უნდოდათ გაეგოთ),. როგორც იაფი კრედიტებისა და განვადების დაპირება. ამიტომაც იმართება დღეს მიტინგები შუშის სასახლესთან და ვერაფრით შეაგნებინებთ, რომ არავინ არავის არაფერს დაპირებია სინამდვილეში.

რაც შეეხება «ხუდონჰესს», ჯერ კიდევ 1988 წელს იგი «ეროვნული მოძრაობის» პირველივე მიტინგთა მთავარი თემა იყო. მაგალითად, ნოემბრის მიტინგისა იპოდრომზე. განსაკუთრებით მწვანეები აქტიურობდნენ ზურაბ ჟვანიას მეთაურობით. იმდროინდელი ხელისუფლებაც ცდილობდა აეხსნა, რომ კიდევე ერთი დიდი ელექტროსადგური (დაახლოებით 700 მეგავატისა) საქართველოსთვის აუცილებელია და რომ «ხუდონჰესს» მთლიანად მოსკოვი აშენებდა, - «საკავშირო ბიუჯეტიდან» გამოყოფილი სახსრებით.

მოსკოვში ამ მშენებლობის «ჩაწყობა» და გეგმაში გათვალისწინება იმდროინდელ პარტნომენკლატურას საკმაოდ დიდი შრომა, ჯაფა და ფული დაუჯდა - «პირველ ხელზე» გადასაცემად. სხვა ჯგუფებიც იბრძოდნენ თავიანთ რეგიონებში ამ მასშტაბის ელექტროსადგურის ასაშენებლად, მაგრამ დამარცხნენ, თუმცა 80-იანი წლების ბოლოს უმალ ისარგებლეს პროექტის ჩაშლით, უზარმაზარი სახსრები კი სხვა მიმართულებით წავიდა. არადა, ენერგეტიკოსების აზრით, 90-იან წლებში საქართველოს რომ ეს 700 მეგავატი ჰქონოდა, მთელი თაობა სიბნელესა და სანთლის შუქზე არ გაიზრდებოდა."ნერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ხუდონჰესი უნდა აშენდეს, რაკი «საქართველოს მეტი ელექტროენერგია სჭირდება დღეს და კიდევ უფრო მეტი დასჭირდება ხვალ». 
მთავარ ოპონენტებად ვიცე-პრემიერმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია დაასახელა, რომლებიც ამ მშენებლობას აპროტესტებენ ეკოლოგიური მოსაზრებების გამო. სინამდვილეში, კალაძემ ძალიან კარგად იცის, რომ პროექტის მთავარი მოწინააღმდეგე არა «მწვანე» შეფერილობის რამდენიმე სუსტი ორგანიზაცია, არამედ სოფელ ხაიშის და სვანეთის ზოგიერთი სხვა სოფლის მოსახლეობაა.

ამას წინათ მათ ხატზე დაიფიცეს, რომ არავითარ მშენბლობას არ დაუშვებენ, ესე იგი არ შეურიგდებიან წინაპართა საფლავებისა და სალოცავების წყლით დაფარვას. ეს ფიცი, ანუ ძველქართულად თუ ვიტყვით, «ძეგლისდება» უდავოდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა აქვე ჩნდება ბოროტი ეჭვი: შეფიცულებს თავად თუ აქვთ გაცნობიერებული, რა ძალა ექნება ამ ფიცს მათი სინდისისა და საზოგადოებაში მათდამი პატივისცემის თვალსაზრისით? ხატზე საშინელი ფიცის დადება იმას ნიშნავს, რომ ისინი არ აპირებენ ვაჭრობას ხელისუფლებასთან და ინვესტორთან წინაპარათა საფლავებსა და სალოცავებზე, ესე იგი ფული ან ახალი საცხოვრებელი პირობები არ აინტერესებთ და რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, უკან აღარ დაიხევენ.

აბა სხვას რას ნიშნავს ესოდენ საზარელი ფიცი, რაც საქართველოს მთიანეთში, ტრადიციულად, ძალზე იშვიათი მოვლენაა? ხაიშელებს იმაზე ხომ არ დაუფიციათ, «ამჟამად რასაც გვთავაზობენ, არაფრის დიდებით არ დავთანხმდებით, მაგრამ მეტი თუ შემოგვთავაზეს, ვიფიქრებთო».

გამოდის, შექმნილი სიტუაცია საქართველოსათვის ჩვეული «პიკირების» ხასიათს იძენს, როდესაც ორი ძალა ერთმანეთს უნდა შეასკდეს, ერთმა გაიმარჯვოს, მეორე განადგურდეს (პირველ რიგში მორალურად) და არც ერთი არ იტოვებს უკან დასახევ გზას. ჩლუნგად რადიკალური მენტალობისა და კომპრომისის კულტურის არქონის ბრწყინვალე მაგალითია.

სხვათა შორის, ხელისუფლებაც არანაკლებ მძიმე დღეშია, ვინაიდან უკვე თქვა, «უნდა აშენდესო», ინვესტორების წინაშე მკაფიო ვალდებულებებიც იკისრა და უკან ასევე ვეღარ დაიხევს. ანუ საქართველოსთვის ტიპიური სიტუაციაა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც უკომპრომისო «კლინჩიდან» გამოსავალი თეორიულადაც აღარ არსებობს.

აქვე უნდა ითქვას, რომ «ქართულმა ოცნებამ» ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს შექმნა ისეთი აურა, რომ ხუდონჰესი ქვეყნის დაღუპვა და სულში ჩაფურთხება იქნებოდა. სწორედ ასე აღიქვამდა ხალხი დაპირებებს: «არც ერთი ჰესი არ აშენდება, სანამ საკითხს დაწვრილებთ არ შევისწავლითო». ამ ფრაზას ხაიშელებიც და სხვებიც «თარგმნიდნენ», როგორც მშენებლობის უარყოფას და იმის აღიარებას, რომ «ხუდონჰესი» მხოლოდ მიშას ახირება იყო, ანუ ერთ-ერთი «გიჟური და უსარგებლო პროექტი» სხვა მრავალი ახირებიდან და სიგიჟიდან. ახლა აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არ ყოფილა, მაგრამ დღევანდელი მთავრობის პოზიცია უკვე სიტყვის გატეხვად აღიქმება და რამდენიც არ უნდა ელაპარაკოთ მასას, რომ «გამოწვლილვით შესწავლა» სულაც არ ნიშნავდა პროექტის ხელაღებით უარყოფას, - ვერაფრით გადაარწმუნებთ. იგი მაინც იტყვის: «ოცნებამ დაპირება არ შეგვისრულოა». ისევე, როგორც ივანიშვილის სიტყვები «იპოთეკართა გაჭირვების ყურადღებით შესწავლის შესახებ» ესმოდათ (რაკი ასე უნდოდათ გაეგოთ),. როგორც იაფი კრედიტებისა და განვადების დაპირება. ამიტომაც იმართება დღეს მიტინგები შუშის სასახლესთან და ვერაფრით შეაგნებინებთ, რომ არავინ არავის არაფერს დაპირებია სინამდვილეში.

რაც შეეხება «ხუდონჰესს», ჯერ კიდევ 1988 წელს იგი «ეროვნული მოძრაობის» პირველივე მიტინგთა მთავარი თემა იყო. მაგალითად, ნოემბრის მიტინგისა იპოდრომზე. განსაკუთრებით მწვანეები აქტიურობდნენ ზურაბ ჟვანიას მეთაურობით. იმდროინდელი ხელისუფლებაც ცდილობდა აეხსნა, რომ კიდევე ერთი დიდი ელექტროსადგური (დაახლოებით 700 მეგავატისა) საქართველოსთვის აუცილებელია და რომ «ხუდონჰესს» მთლიანად მოსკოვი აშენებდა, - «საკავშირო ბიუჯეტიდან» გამოყოფილი სახსრებით.

მოსკოვში ამ მშენებლობის «ჩაწყობა» და გეგმაში გათვალისწინება იმდროინდელ პარტნომენკლატურას საკმაოდ დიდი შრომა, ჯაფა და ფული დაუჯდა - «პირველ ხელზე» გადასაცემად. სხვა ჯგუფებიც იბრძოდნენ თავიანთ რეგიონებში ამ მასშტაბის ელექტროსადგურის ასაშენებლად, მაგრამ დამარცხნენ, თუმცა 80-იანი წლების ბოლოს უმალ ისარგებლეს პროექტის ჩაშლით, უზარმაზარი სახსრები კი სხვა მიმართულებით წავიდა. არადა, ენერგეტიკოსების აზრით, 90-იან წლებში საქართველოს რომ ეს 700 მეგავატი ჰქონოდა, მთელი თაობა სიბნელესა და სანთლის შუქზე არ გაიზრდებოდა.

"ჯი-ეიჩ-ენი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია