დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მევენახეების აქციაზე ერთ-ერთმა პირმა პარლამენტის წევრ გიორგი ღვინიაშვილს დაარტყა [Photos]
2015/09/14 15:51:51

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს იმფორმაციას, რომ დღეს, რამდენიმე საათის წინ, ინციდენტი მოხდა გურჯაანში. ბაკურციხის მიმართულებით მევენახეების მსვლელობის დროს ერთ–ერთმა პირმა აქციაზე მყოფ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს სახეში დაარტყა. პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი უკვე დააკავეს.


ღვინიაშვილის განცხადებით, მომხდარი ინციდენტი პრემიერ – მინისტრის დღევანდელი განცხადების შედეგია.

დღეს, პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ყურძნის ჩაბარების ადგილებზე სიტუაცია მაქსიმალურად გააკონტროლონ და პროვოკატორები მოაშორონ. მთავრობის მეთაურმა პროვოკატორებზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.

 

„მინდა მივმართო პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პოლიტიკოსები - მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მე ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, რა სუბსიდირებაზე იყო ლაპარაკი, იმის გამო, რომ ერთგულება დაუმტკიცოს გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ - ოდესის, ჩადის რეგიონში და აქტიურობს. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს - გთხოვთ მაქსიმალრუად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორები მოვაშოროთ ადგილებიდან. თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედებთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ყოვლად დაუშვებელია, რომ ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით, რაღაც ინტრიგანული მეთოდებით, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის, ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და მოსახლეობის დაძაბვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

შეგახსენებთ,ამ დროისთვის გურჯაანი – ბაკურციხე – თბილისის საავტომობილო გზის ბაკურციხე – გურჯაანის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. მევენახეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და საქართველო – აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას აპირებენ.

 

მევენახეებმა ყურძენზე ფასის გაზრდის მიზნით საორგანიზაციო კომიტეტის შექმნეს და კომიტეტის თავმჯდომარედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი დაასახელეს. გიორგი ღვინიაშვილი მევენახეების აქციას დღეს დილიდან შეუერთდა.

 

საორგანიზაციო კომიტეტი კახეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს, რათა საქართველოს მთავრობამ ყურძენზე დაწესებული ფასი გაზარდოს და რქაწითელი სუბსიდიის ჩათვლით 60 თეთრის ნაცვლად 1 ლარად, საფერავი კი 85 თეთრის ნაცვლად 1,50 ლარად ჩაიბაროს.

ამ მოთხოვნით მევენახეები უკვე 10 დღეა კახეთის სხვადასხვა სოფლებში საპროტესტო აქციებს მართავენ.

 

წყარო http://ick.ge/rubrics/politics/23737-i.html

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია