დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში ებრაულ დელეგაციას უმასპინძლეს
2014/11/03 13:54:41

ქართულ-ებრაული მეგობრობის აღსანიშნავად, ქუთაისის მერმა შოთა მურრღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქუთაისის მერიაში საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს, ასევე ქალაქ აშკელონის მერს და ვიცე-მერს და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლეს.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელის მეგობრობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

„2014 წელი პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველო-ისრაელის წლად იყო გამოცხადებული. ჩვენმა ქალაქმა და, ზოგადად, იმერეთმა, მეგობრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად მიიღო მონაწილეობა და შეიძლება ითქვას, რომ პირველობა არავის დაუთმო.“ – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა შეხვედრაზე.

 

დალეგაციებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ქუთაისის მერმა აშკელონის მერს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ უსახსოვრა.

 

 

დღესვე ორი ქალაქის დელეგაცია ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე, „ვეფხისტყაოსნის“ ივრითულ ენაზე მთარგმნელის, ბორის გაპონოვის ძეგლს გახსნის, ხვალ კი ვანში ერთ-ერთ ქუჩას აშკელონის ვიცე-მერის, შაბთაი ცურის, სახელი მიენიჭება. იგი წარმოშობით ვანიდანაა და ისრაელში დაბრუნების შემდეგ აქტიურად განაგრძობს ურთირეთობას საქართველოსთან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია