საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საკონსულტაციო საბჭომ იმერეთის განვითარების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/11 13:46:26

იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. საბჭოს სხდომას  მუნიციპალიტეტები გამგებლები, მაჟორიტარი დეპუტატები და საკრებულის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.


სხდომაზე იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 7 წლიანი პროექტი განიხილეს.


პროექტში დეტალურად არის ასახული იმერეთის რეგიონის განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მნიშვნელობები,   მიზნები და ამოცანები.


სტარეტეგიული გეგმა 6 ძირითადი პუნქტისგან შედგება და მოიცავს რეგიონის განვითარებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ურთიერთობებს, სოფლის მეურნეობას, სოციალური გარემოს და ტურიზმის განვითარებას.


რომლის განხორციელებისთვისაც მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა, ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა და მოსახლეობის ჩართულობა.


საბჭოს სხდომაზე სტარატეგიაზე მუშაობის დროს გატარებულ ცვლილებებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის შენიშვნებზე იმსჯელეს.


" ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვს, რომ ყველა რეგიონს სტარტეგიული განვითარების გეგმა ჰქონდეს. მუშაობის დასაწყისში აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმერეთსა და მცხეთა–თიანეთს არ ჰქონდა  გეგმა დასრულებული. ამიტომ წლის დასაწყისში აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით. პროცესში  ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო.  მათი ყველა რეკომენდაცია და შენიშვნა გავითვალისწინეთ. საზოგადოებრივი აქტივობით გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელთა მოგვარებაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის. დღეს  შემუშავებული სტრატეგია განსახილველად წარედგინა საკონსულტაციო საბჭოს, რისი დამტკიცების შემდეგაც გადაეგზავნება მთავრობას, შემდგომ ამისა შემუშავდება სამოქმედო გემა და ყველა სფერო შესაბამისი სამინისტოროს მიერ დაფინანსება"–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.


საკონსულტაცის საბჭომ წარმოდგენილ სტრატეგიას მხარი ერთხმად დაუჭირა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია