საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა წყალტუბოელებს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი წარუდგინეს (R)
2017/09/09 13:18:59

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრმა სოზარ სუბარმა, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საქართველოს პარლამენტის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ წყალტუბოში მერობის კანდიდატი, გრიგოლ იოსელიანი წარადგინეს.


მერობის კანდიდატმა „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის, ხოლო ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა.


„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, თვითმმართველობის არჩევნებში ვიყო ტთვენი, წყალტუბოელების მერობის კანდიდატი. ვიღებ ამ გამოწვევას და თქვენს წინაშე პირობას ვდებ, რომ ვიზრუნებ ჩვენ ქალაქსა და მუნიციპალიტეტზე. ვიზრუნებ იმაზე, რომ ბიუჯეტში შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება წყალტუბოს განვითარებას და თქვენს ოჯახებს“- განაცახადა იოსელიანმა.


 

მისივე განცხადებით, მოსახლეობის მხარდაჭერა მას არჩევნებში გამარჯვების იმედს აძლევს და სჯერა, რომ მათთან ერთად შეძლებს, წყალტუბოს ახალი სიცოცხლე შესძინოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3713
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია