დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შოთა მურღულიამ შეამოწმა
2014/10/21 15:20:54

ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს, „დიზაინკომპლექსმა“ შეიმუშავა. სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

 


პროექტის ფარგლებში წესრიგდება ბოტანიკური ბაღის გზები, სავალი ბილიკები, წყლის აუზი, ძველი, ისტორიული შენობა და გეოფლორისტული ნაკვეთები.

 


„ბოტანიკური ბაღი ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული იყო. აქ გასამმაგებულია ვიზიტორთა რაოდენობა, რაც ძალიან კარგია. ბაღი ქალაქში ერთ-ერთი მთავარი დასვენების ადგილია. საერთოდ, აუცილებელია ქალაქში სკვერებისა და მწვანე საფარის რეაბილიტაცია.“-განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ დღეს, ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია