დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-მ თბილისის სკოლებში უსაფრთხოების ახალი პროექტი დაიწყო
2015/11/09 09:50:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში პროექტის ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უსაფრთხო სკოლისთვის’’ განხორციელება დაიწყო.

 

პროექტის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში 800-მდე მანდატურსა და პედაგოგს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიულ სწავლებას ჩაუტარებენ.

 

სწავლების მიზანია, მსმენელები დაეუფლონ სამოქალაქო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიულ საკითხებს. ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილ სიმულაციურ სწავლებებში, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციებში საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, რაც მოსწავლეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.

 

პირველი ტრენინგი მთავარ სამმართველოში თბილისის სხვადასხვა სკოლის 36 მანდატურსა და კლასიკური გიმნაზიის სამ პედაგოგს ჩაუტარდათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მათ სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.

 

თბილისის შემდეგ, მანდატურებისა და პედაგოგების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

 

წყარო: http://police.ge/ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია