კვალითის დასახლებისა და სოფელ კვალითის დამაკავშირებელი ჯობოურას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მშენებლობა 16 მაისს დაიწყო და 26 ივნისს დასრულდება.
მშენებლობას მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,ზუბა,, აწარმოებს. სამუშაოების ღირებულება 37 000 ლარს შეადგენს. რკინის კონსტრუქცია ფეროშენადნობი ქარხნის დახმარებით მომზადდა.
სამუშაოები დღეს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძემ და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა მოინახულეს.