დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გია უკლება: „ქუთაისის გენიოსი მერი რატომ გახდა შტერი?“
2013/08/23 14:11:13

დღეს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 56–ე სხდომაზე „ნაციონალმა“ გია უკლება საკრებულოს წევრებს კითხვით მიმართა: „ზარ–ზეიმით მოყვანილი, გენიოსი და მზის სადარი მერი, რამდენიმე კვირის შემდეგ რატომ გახდა შტერი?"

„აქვე მინდა გკითხოთ, ასე მოკლე ხანში დიმიტრი კოპალიანი მეორედ რატომ გავიდა შვებულებაში? ეს მერიაა თუ დასასვენებელი სანატორიუმი? ან რა დაგიშავათ თქვენმა ქალაქმა ასეთი, რომ უკვე მეორე მერისათვის აპირებთ იმპიჩმენტის გამოცხადებას?"–მიმართა უკლებამ საკრებულოს „პატრიოტ“ წევრებს, რომელთა ინიციატივითაც დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე წარუმატებელი მუშაობის გამო კოპალიანისათვის იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადებინათ.

საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით: „მერი თავისი სურვილით წავიდა შვებულებაში, რისი უფლებაც ჰქონდა, თუ რატომ გავიდა შვებულებაში, ამაზე კოპალიანი დაბრუნების შემდეგ თავად გასცემს პასუხს".

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია