დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პასუხისმგებლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ეკისრება!“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/22 12:23:17

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა და ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო  ორგანიზაციამ „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენრტმა“  იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი გააპროტესტეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა ცენტრალურ ხელისუფლებას დააკრისრეს.


„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ნორმალურ ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინათ ან მინიმუმ უფლებამოსილება უნდა შეეჩერებინათ.


 

„ჩვენ არ ვიცით, ვისი შეკვეთით მოხდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, მაგრამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც ვერ შეძლო საქმის გამოძიება და დამნაშავეების დაკავება, იური ვაზაგაშვილი არა მხოლოდ მისი შვილის მკვლელი დასასჯელად იბრძოდა, არამედ ყველა იმ ბიჭის სახელით, რომლებიც წინა რეჟიმს ემსხვერპლენ. საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს მთელი საქართველო „შარლი“ გახდა, დღეს კი ჩვენი ვალია ყველანი იური ვაზაგაშვილები გავხდეთ და ვაიძულოთ ხელისუფლება დროულად მოხდეს საქმის გამოძიება“-განაცხადა გოგი წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2251
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია