საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგთა ხელფასები, სავარაუდოდ, 2015 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება
2014/10/13 16:17:49

პედაგოგთა ხელფასები, სავარაუდოდ, 2015 წლის პირველი იანვრიდან გაიზრდება.



ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, პარლამენტში, ჟურნალისტებს განუცხადა.



მინისტრის თქმით, გაიზრდება საბაზო საფეხურზე არსებული ხელფასიც, თუმცა პედაგოგთა ხელფასები, ძირითადად, რანჟირებული იქნება.



"უახლოეს მომავალში პედაგოგთა სქემა ამოქმედდება. საკითხი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ამ დღეებში გავა. ნოემბრის თვეში ზუსტად გვეცოდინება, რა დამატებითი რესურსი იქნება საჭირო ხელფასების მატებისთვის. აუცილებლად მოხდება რანჟირება პედაგოგთა კვალიფიკაციების მიხედვით, თუმცა ხელფასის მატება შეეხება საბაზო საფეხურსაც. ვვარაუდობთ, რომ პედაგოგებს ხელფასები პირველი იანვრიდან მოემატებათ,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.



მინისტრის თქმით, მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა 2015 წლის გარდა, 2016 და 2017 წლებშიც არის დაგეგმილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია