საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო მარათონი
პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2013/08/30 12:59:49

 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარველაშვილის შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში ალექსანდრა ჰოლ–ჰოლთან.

"ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები. ბრიტანეთის მხარე გამოთქვამს   მზადყოფნას აქტიურად დააკვირდეს წინასაარჩევნო კამპანიას, რაც ვფიქრობ,  ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი", –განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 "დღეს ჩვენ შევხვდით პრეზიდენტობის მხოლოდ  ერთ კანდიდატს,  მაგრამ ეს არ ნიშნავს ამ კანდიდატის მხარდაჭერას. სხვა კანდიდატებსაც აუცილებლად შევხვდებით. მარგველაშვილთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ  საქართველო–ბრიტანეთის ურთიერთობაზე. ასევე შევეხეთ ეკონომიკურ საკითხებსაც. განვიხილეთ ზოგადად მიმდინარე მოვლენები. ვაპირებთ აქტიურად დავაკვირდეთ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს",–განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ–ჰოლმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია