დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს მერის მხარდამჭერებისთვის განმარტების გაკეთება მოუწია
2013/08/22 18:01:24

მრავალშვილიანმა  დედებმა, რომლებიც ამ დრომდე ქუთაისის მერიის შენობის წინ რჩებიან, საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც შენობიდან გამოდიოდა, მერის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით ახსნა–განმარტების გაკეთება მოსთხოვეს. მარგველაშვილსა და აქტივისტებს შორის საუბარი რამდენიმე წუთი გაგრძელდა.  ერთ–ერთი აქტივისტი, მარგველაშვილისგან  ქალაქის მერისთვის  იმპიჩმენტის შესაძლო გამოცხადებასთან  დაკავშირებით განმარტებების  გაკეთებას  მოითხოვდა.

"აგვისხესნით რატომ უპირებთ კოპალიანს გადაყენებას? რა დააშავა ამ ადამიანმა ასეთი? ეყოს გოჩა თევდორაძეს ის რა ცოდვებიც აქვს და რაც დაუშავა მან ამ ქალაქს.  დაანებოს თავი ამ  კოპალიანს", –განაცხადა  ერთ–ერთმა აქტივისტმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ აქტივისტებს მოუწოდა წინასწარ არ  გააკეთონ მწვავე განცხადებები.

"ყველამ თავის  ცოდვზე აგოს პასუხი.  მე რა შუაში ვარ. წინასწარ ნუ ამბობთ ნურაფერს. ხვალ გაირკვევა ყველაფერი", –განაცხადა თამაზ მარგელაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია