დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ატესტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დაამტკიცებს
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/15 15:21:47

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა სამშაბათს  გაიმართება,  სადაც,    მოახლოებული  ატესტაციიდან  გამომდინარე, საკრებულოს წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის  შემადგენლობას,     თავმჯდომარეს   და კომისიის  დებულებას  დაამტკიცებენ.

ასევე  დამტკიცდება  მერიის მოსამსხურეთა ახალი   საშტატო ნუსხასა  და  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები.


რიგგარეშე სხდომაზე კიდევ  რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა დაგეგმილი,   მათ შორის ცვლილებები   მიმდინარე წლის ბიუჯეტში და 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცება.

 

სხდომაზე  ქალაქის მერია    საპრივატიზაციო  ობიექტების იმ ნუსხას გამოიტანს,  რომელიც  საკრებულომ,  საკითხის მოუმზადებლობის  გამო,   წინა სხდომაზე  არ  დააამტკიცა.    ამ საკითხის გატანას,   იმედოვნებენ,  რომ  საფრთხე   ამჯერად  აღარ  შეექმნება.

 

ხვალინდელ სხდომაზე დაგეგმილია საკრებულოს ახალი ფრაქციის „ეროვნული ფორუმი–თავისუფალი დემოკრატები“   შექმნა,   რომელსაც,  სავარაუოდ,   გელა გაბადაძე  უხელმძღვანელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია