15 აპრილს ქუთაისის 23-ე სკოლაში მე-3 კლასმა და მისმა ხელმძღვანელმა ხათუნა ფირცხალაშვილმა წარმოადგინა სასწავლო პროექტის პრეზენტაცია თემაზე: „დიდი ქართველი მეფეები“.
პროექტში მოხდა ინტეგრაცია შემდეგი საგნებისა: ქართული ენა, ისტორია, ხელოვნება, ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. პროექტი მიმდინარეობდა 20 გაკვეთილის განმავლობაში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიხსენეს ცნობები შესწავლილი თემებიდან; ინტერნეტით და სხვა ლიტერატურული წყაროებიდან მოიძიეს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის შესახებ; ამოკრიბეს ისტორიული, ფოტო-აუდიო მასალა იმ მეფეების შესახებ, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში; გამოიყენეს კომპიუტერული საძიებო სისტემები; შექმნეს ელექტრონული პრეზენტაციები, ბროშურები, გაზეთები და ცხრილები; დაიცვეს საავტორო უფლებები.
მოსწავლეებმა განივითარეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
• ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
• პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
• ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
• ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.