დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბესარიონ სიმონიშვილი - გრანტს კიდევ 100 იძულებით გადაადგილებულ პირს გადავცემთ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/05 22:22:11

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის,  სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.

 

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 6 სექტემბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, გრანტს კიდევ 100 იძულებით გადაადგილებულ პირს გადავცემთ.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განსახლებასთან ერთად,  დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი და  რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოს დახმარებაზე. ამ მიმართულებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

პროგრამის  მთავარ მიზანს,  დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია