ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი თანამდებობაზე ამ დრომდე რჩება, თუმცა დღის ბოლომდე შესაძლოა მან პოსტი დატოვოს. ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება.
უკვე სახელდება კოპალიანის შემცვლელიც. მისი გადადგომის შემთხვევაში ქუთაისის მერის პოსტი შესაძლოა მოქმედმა ვიცე–მერმა კოტე ლომიძემ დაიკავოს.
დიმიტრი კოპალიანის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია არაოფიციალურად ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კულუარულ საუბრებში ამბობდნენ, რომ მიმდინარე კვირის საკრებულოს სხდომაზე კოპალიანის იმპიჩმენტი იგეგმებოდა.