საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„გავაცნოთ წარმატებული სპორტსმენები ქალაქს" - პროექტის მონაწილეთა დაჯილდოება ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/07/01 16:50:56

ქუთაისის ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა და მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვანო ბუხაიძემ პროექტის - „გავაცნოთ წარმატებული სპორტსმენები ქალაქს" მონაწილეები დააჯილდოვეს.


ვიცე-მერმა და სპორტის სამსახურის უროსმა აღნიშნულ პროექტში ჩართულ ვეტერან, მოქმედ სპორტსმენებსა და ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრის სახით წიგნები გადასცეს.


პროექტი – „გავაცნოთ წარმატებული სპორტსმენები ქალაქს",  ახალგაზრდებისა და ზოგადად, მომავალ თაობაში სპორტისა და ცხოვრების  ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. იგი სამი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა.


პროექტს ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით საინფომაციო სააგენტო Topnews.com.ge ახორციელებდა. პროგრამის მონაწილეები ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სამსახურის მიერ დაგეგმილ თუ უკვე ჩატარებულ აქტივობებს დადებითად აფასებენ, ხოლო სპორტითა და ჯანსაღი წესით უფრო მეტი ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობებს შორის ჩემპიონატების მოწყობას ურჩევენ.


ნიკო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ძალზედ მნიშვნელვანია მსგავსი პროექტები.

 

„ახალგაზრდებს უნდათ ხელშეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. ამ პროექტის წარმატება გვაძლევს საშუალებას, სამომავლოდაც აქტიური პროპაგანდა გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს ახალგაზრდებში."


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია