პირველი ივლისიდან ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდება. ამ დროიდან ხორვატის ტერიტორიაზე ევროკავშირის კანონები ამოქმედდება.
ექსპერტები შიშობენ, რომ ქვეყანა არ არის ამისთვის მზად, რადგან რეფერენდუმში ამომრჩეველთა 66 პროცენტი მიემხრო ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებას და არა აბსოლუტური უმრავლესობა.
ისინი მიიჩნევენ, რომ რეფორმები, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა, დაჩქარებული ტემპით ჩატარდა. ამან კი ურყოფითად იმოქმედა საზოგადოების ნაწილზე. არის საშიშროება, რომ ენთუზიაზმი გაქრეს და ქვეყანამ წინსვლა შეაჩეროს.
აუცილებელი მოთხოვნა, რაც ხორვატიას ევროკავშირში შესვლისთვის უნდა გაეთვალისწინებინა, არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კორუფციასთან ბრძოლა.
ამ მიმართულებით მიღწეულმა პროგრესმა ხორვატია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახადა, მაგრამ პრობლემად იურისტების კვალიფიკაცია რჩება. სპეციალისტთა შეფასებით, ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხორვატიის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებს მიუერთდეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ხორვატია, სისხლისღვრელი ომისა და იუგოსლავიის დაცემის შემდეგ, ერთიანი ევროპის წევრი სახელმწიფო ხდება.
ხორვატია მეორე ქვეყანაა ბალკანეთის ქვეყნებიდან, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბედს გაიზიარებს.