დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში ვიცე–მერების და სამსახურების რაოდენობა მცირდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/15 12:32:09

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონის ფარგლებში ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია იწყება. რომელიც თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 120 დღეში დასრულდება.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსით მერიაში 350 შტატიანი და 35  შტატგარეშე თანამშრომელი დარჩება. შემცირდება ვიცე–მერების რაოდენობა, სამის ნაცვლად ქუთაისის მერს ორი ვიცე–მერი ეყოლება, რომელთა ვინაობასაც შოთა მურღულია დღეს დაასახელებს.


 

მურღულიას განცხადებით, ასევე მცირდება სამსახურების რაოდენობა და 18 სამსახურის ნაცვლად 10 დარჩება. სამსახურების  უფროსებს უშუალოდ მერი დანიშნავს და კონკურსს არ დაექვემდებარებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია