საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ანქვაბი აფხაზეთში დღეს მომხდარი მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/09 16:30:13

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში დღეს მომხდარი მკვლელობის გამო დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, ძალოვანი სტრუქტურებისა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. 
მან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ამ მკვლელობის გამოსაძიებლად მთელი ძალების მობილიზება მოსთხოვა. 
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დმიტრი ვიშერნიოვი დღეს დილით სოხუმში, საკუთარ სახლთან მოკლეს.
მედიის ინფორმაციით, დაჭრილია დიპლომატის მეუღლეც. ის ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია