საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი შშმ პირთა დასახმარებლად
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/18 16:48:52

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ლატვია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდთან და პროფესიული გადამზადების ცენტრთან ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც იმერეთის რეგიონში მყოფი შშმ მქონე პირების პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა. 


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ქუთაისში მოქმედი მეწარმეები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. რომელთაც  პროექტის ორგანიზატორებმა თავიანთ დაწესებულებებში  შშმ პირთა დასაქმების მნიშვნელობაზე ესაუბრეს.


 

მეწარმეების, არასამთავრობო სექტორის და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სურვილია დაასაქმონ შშმ პირები მათი შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომ თანამდებობებზე, თუმცა ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რას გულისმხობს დაბეგვრის გაუქმებას ან განახევრებას,როგორც ეს განვიტარებულ სახელმწიფოებში ხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2344
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია