დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერს კვლავ აკრიტიკებენ
2013/08/15 16:37:01

დღეს ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა და საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტების“ დეპუტატმა, კახა ნემსიწვერიძემ, ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი მწვავედ გააკრიტიკა.  ქალაქის  მერი ნემსიწვერიძის კრიტიკის ობიექტი ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მაია პაქსაძის განცხადების შემდეგ გახდა. პაქსაძის თქმით, ბოლო ორი წელია  №30 ბაღის  შენობასთან არსებული რამდენიმე ავარიული ნაგებობის დემონტაჟს ითხოვს.  ცოტა ხნის წინ კი  იგივე თხოვნით ქალაქის მერს დიმიტრი კოპალიანს მიმართა, თუმცა დემონტაჟზე უარი მიიღო.

პაქსაძის განცხადებას გამოეხმაურა კომისიის წევრი კახა ნემსიწვერიძე. მან ქალაქის მერი გააკრიტიკა და გაერთიანების ხელმძღვანელი პრობლემის მოსაგვარებლად ქონების მართვის სამსახურში გადაამისამართა.

„მე რომ ავუხსნა, აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაიგებს ვერაფერს, რადგან ბალზეა და ტყემალს ჭამს. რა ვქნათ, ასეა. სიმართლეს ვერსად გაექცევი. მე გირჩევთ, მიმართოთ ვიცე–მერს და ქონების მართვის სამსახურს. ისინი დაგეხმარებიან“, –განაცხადა კახა ნემსიწვერიძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა ნემსიწვერიძე იმ გუნდის წევრია, რომელმაც ქალაქის  მერის პოსტზე დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურას უპირობოდ დაუჭირა მხარი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია