საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რამდენი ამომრჩეველია რეგისტრირებული ქუთაისში?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/14 13:19:06

ქუთაისის №59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ქუთაისში, დაახლოებით, 155 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. როგორც ოსეფაიშვილი აღნიშნავს, სიების ფორმირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. არსებული ამომრჩევლებიდან გარკვეულ ნაწილს სხვადასხვა სტატუსი მიენიჭება, მაგალითად, ჯარისკაცის სტატუსი, ასევე საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი.

 

შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის არჩევნები მნიშვნელობიდან გამომდინარე, არის ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არჩევნებში ხმის უფლებით არ სარგებლობენ.


ოსეფაიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სიები მაქსიმალურად დახვეწილი იქნება, ვინაიდან ამომრჩეველთა იდენტიფიკაციისთვის წელს პირველად სამაგიდო სიებში გამოიყენებენ ფოტოებს, ასევე მითითებული იქნება ამომრჩევლის სქესი, რაც არჩევნების გაყალბების შანსს ამცირებს.


ქუთაისში 127 უბნიდან წელს 123 იფუნქციონირებს. ერთი უბანი უმისამართოთა ხარჯზე შემცირდა (ის ამომრჩევლები, რომელთაც საცხოვრებელ ადგილად უმისამართო უწერიათ, ხმას იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ 28 მაისამდე საოლქო კომისიაში ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენენ), კოპიტნარის უბანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გადაეცა, ორი უბანი კი ამომრჩეველთა სიმცირის გამო გაერთიანდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2149
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია