დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აქციას "ზესტაფონის გადარჩენისათვის" პრემიერი და მთავრობის წევრები არ დაესწრნენ
2013/08/14 17:10:34

ზესტაფონში გაიმართა მასშტაბული შეკრება „ზესტაფონის გადარჩენისთვის“,  „ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ ორგანიზებით და „სახალხო კრების“ მხარდაჭერით. დაახლოებით ათასკაციან  შეკრებას  ესწრებოდნენ არა მარტო ზესტაფონელები, არამედ  წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან: ქუთაისიდან, ფოთიდან, ტყიბულიდან, ჭიათურიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან.

„სახალხო კრებას“ წარმოადგენდნენ აღმასრულებელი საბჭოს წევრები: პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, გია ბურჯანაძე და პროფესორი ჯანო ჯანელიძე.

“თეთრების” ლიდერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, მიუხედავად მიწვევისა, შეკრებას არ დასწრებიან.

 „ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება: "ნაცების" აღვირახსნილობას საზღვარი არ აქვს, მათი საბოტაჟი და აგრესიული თავხედობა გაცილებით უკეთ ჩანს რეგიონებში, ქვეყანა თვალსა და ხელსშუა გვეცლება - წყნარადაა პრემიერი, წყნარად ვართ ხალხიც.... ეს კატასტროფაა ... ზესტაფონლები არღვევენ ამ სიწყნარეს. მხარდაჭერაა საჭირო. გადარჩენა ეროვნული განწყობის მოძრაობაშია“, - აცხადებს თემურ შაშიაშვილი

აქციის მონაწილეებმა  მიმართეს „ქართული ოცნებას“ ,  რათა   1 ოქტომბერს, არჩევნების წლისთავზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქსა და რაიონში მოეწყოს სახალხო – საჯარო შეკრებები, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების” წარმომადგენლები (დეპუტატები, გამგებლები) მოსახლეობას საჯაროდ ჩააბარებენ ანგარიშს   გაწეული საქმიანობისა და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესახებ. თავის მხრივ „სახალხო კრებამ“ მზადყოფნა გამოხატა, იყოს თანამომხსენებილი აღნიშნულ შეხვედრებზე.

„სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს ზესტაფონის ფეროსა და ჭიათურმანგანუმის ინვესტორებთან შეხვედრის სურვილი, რათა მათგან მოითხოვონ  თანამშრომელთათვის ისეთივე პირობების შექმნა, როგორიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სექტემბრის დასაწყისში მოეწყობა საპროტესტო აქციები ზესტაფონის გამგეობასთან და ფეროს ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან.

დაისვა საკითხი, რათა მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა დეპუტატის გამოწვევისა მისი საქმიანობის  უარყოფითად შეფასების შემთხვევაში და ამ მიზნით  შეტანილი იქნას შესწორება შესაბამის კანონში.

ზესტაფონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით შეკრების მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს  ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რათა უახლოეს მომავალში შეხვდეს  „ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ წარმომადგენლებს. კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში მზად არიან  პირადად გააცნონ მისი   სახელისუფლო და სანათესაო გარემოცვის იმ წარმომადგენელთა ვინაობა, ვინც მჭიდრო კავშირშია ზესტაფონის მაფიასთან. თუ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა არ შედგა, კომიტეტის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ამ პირთა ვინაობას გაასაჯაროებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია