საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„იმედის“ გადამღებ ჯგუფს სიმფეროპოლში კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/03 14:30:13

„იმედის“ გადამღებ ჯგუფს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი სიმფეროპოლში, გენერალურ საკონსულოსთან არსებულ სიტუაციას იღებდნენ. როგორც ჟურნალისტი გურამ როგავა აცხადებს, მათ თავს აგრესიულად განწყობილი მოქალაქე დაესხა.

 


„ ვიღებდით კადრებს, როდესაც მოვიდა პოლიცია და გვითხრეს, რომ აკრძალული იყო გადაღება. მე ვუთხარი, რომ შენობიდან რამდენიმე მეტრში მქონდა გადაღების უფლება. მან მითხრა, რომ კი, იმუშავეთ მაგრამ უნდა გამოგყვეთ.

ორი პოლიციელი დაგყვებოდა. როდესაც მოქალაქეები დაინტერესდნენ, ვინ ვიყავით და გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავით გვეუბნებოდნენ, "აქ რა გესაქმებათ, თქვენს ქვეყანას მიხედეთ".

მათი მხრიდან აგრესიული ფრაზები ისმოდა. მოგვიანებით ერთ-ერთი აგრესიული მოქალაქე მოვიდა, კამერას ხელი დაარტყა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალიან რთული ვითარება შეიქმნა.

მოქალაქემ პირდაპირ გამოიწია ჩვენზე. ამბობდა, რომ საკაშვილის აგენტები ვიყავით და ყირიმიდან უნდა წავსულიყავით",- განაცხადა გურამ როგავა. 

 


ჟურნალისტი აცხადებს, რომ მოქლაქეები აგრესიულად არიან განწყობილი როგორც ქართველი, ასევე ზოგადად უცხოელი ჟურნალისტების მიმართ და ნორმალური მუშაობის საშუალება მხოლოდ რუს ჟურნალისტებს აქვთ.


ყირიმის მოვლენებს ტელეიმედიდან ჟურნალისტი გურამ როგავა და ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი აშუქებენ.

 

წყარო"პირველი რადიო"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2049
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია