საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/19 17:41:23

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი იხსნება.  ჟურნალისტებს ცენტრით სარგებლობის  საშუალება ექნებათ. მედიაცენტრმა მუშაობა ოფიციალურად დღეიდან დაიწყო, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს. არჩევნებამდე პერიოდს, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ერთი კვირას.


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის ქეთი ციბაძის განცხადებით, ცენტს აქვს მოლაპარაკება ქუთაისის საოლქო კომისიასთან, რომლის ფარგლებშიც არჩევნების დღეს საოლქოდან ინფორმაციას ჟურნალისტები პარალელურ რეჟიმში მიიღებენ.


 

წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში ცენტრით სარგებლობის საშუალება მედიასაშუალებებთან ერთად,  პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს  და სადამკვირებლო ჯგუფებსა ექნებათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია