დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ქუთაისელთათვის
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/18 15:06:59

ქუთაისში, სულხან-საბასა დასახლებაში  მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველებსა  და რიგით მოქალაქეებს მედიკოსებმა უფასო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდათ.


აქციის მიზანია მოსახლეობისთვის უფასო კონსულტაციების და კვალიფიციური სამედიცონო დახმარების გაწევა.


საქველმოქმედო აქცია ორი დღის განმავლობაში კლინიკა „ენმედიცის“ ინიციატივით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. აქციის ფარგლებში  დღეს ავანგარდში, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი იმყოფებოდა.


 

აქცია ჯანდაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს ეგიდით ჩატარადა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ენდოკრინოლოგმა, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ნევროპათალოგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა, ანგიოლოგმა, პედიატრმა, გინეკოლოგმა, ოტოლარინგოლოგმა, თერაპევტმა და დერმატოლოგმა მიიღეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია