დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უამინდობა
ჭიათურაში პირველ თოვლს პრობლემები მოჰყვა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/12/05 17:18:45

ჭიათურაში პირველ თოვლს პრობლემები მოჰყვა. უეცარი აციების პარალელურად თოვლის საფარი 25 სანტიმეტრამდე დაიდო. მაღალმთიან სოფლებში ძლიერი ქარის გამო დენის მიწოდება დაახლოებით 24 საათით იყო შეწყვეტილი.

 

ამჟამად დენი უპრობლემოდ მიეწოდება აბონენტებს და სასოფლო საერთო სარგებლობის ტრანსპორტიც შეუფერხებლად გადაადგილდება.

 

დღეისათვის ქალაქს წყალი არ მიეწოდება. სავარაუდოდ, დაბალი ტემპერატურის გამო ამორტიზებული წყლის სისტემა სერიოზულად არის დაზიანებული.

 

ცნობისთვის: ჭიათურაში წყლის სისტემა მოძველებულია და ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა მიწოდებისა და ხარისხის თვალსაზრისით. წყალმომარაგებას ჯერ კიდევ ,,ორი უფალი“ ჰყავს, მუნიციპალური და ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი“, ეს უკანასკნელი არ აპირებს წყლის სისტემის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციას.

 

,,ელოიზის“ განცხადებით, ურჩევნია წყალი იყიდოს მუნიციპალიტეტისაგან, ვიდრე თავად აღადგინოს იმ მასშტაბებითა და ქსელით, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში ეკუთვნოდა ,,ჭიათურმანგანუმს“


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია