საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რას ითხოვს მიტროპოლიტი ანდრია
2014/04/15 17:38:24

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა ხელისუფლებას სთხოვს, მოლაპარაკებების დროს საოკუპაციო ხაზს იქეთ მოქცეულ ქართულ სალოცავებთან მისვლის შესაძლებლობის საკითხი დააყენოს. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" გორისა და ატენის ეპარქიაში განუცხადეს, გორის რაიონის სოფელ აძვის ორი ეკლესიის, წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის მცირე ტაძრის საოკუპაციო ხაზს იქეთ მოხვედრის შესახებ მეუფე ანდრიამ ადგილობრივებისგან გუშინ შეიტყო და იმავე დღეს აძვში ჩავიდა. მოსახლეობის განცხადებით, ოკუპანტებმა სოფლის სახელწოდებით ფირნიში სამი კვირის წინ დადგეს. 


თავად მიტროპოლიტ ანდრიას თქმით, გორის რაიონში საოკუპაციო ხაზს იქეთ უკვე სასაფლაოსთან ერთად არაერთი სალოცავი მოექცა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ უფრო ადრე ეს განხორციელდა პირბალში და ოტრებში. 


"ეს ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის. ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ სასაფლაოებზე და ილოცონ ტაძრებში. ზოგიერთი მათგანი მოსახლეობამ 90-იან წლებში აღადგინა. ტრადიციულად, აძვის წმინდა გიორგის ტაძარში გიორგობას გარშემო სოფლების მოსახლეობა განსაკუთრებულად ზეიმობდა. ტაძრის გარშემო უძველესი მუხნარი და სასაფლაოებია. ადგილობრივებისთვის ეს მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც მათი წინაპრებისა და მათ ისტორიას უკავშირდება. ასეთი ფაქტები მოსახლეობის გულისტკივილსა და გაღიზიანებას იწვევს", - დასძინა მეუფე ანდრიამ.


მიტროპოლიტმა თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების დროს დააყენოს საკითხი, რათა საოკუპაციო ხაზს იქეთ მოხვედრილ მამა-პაპათა სალოცავებსა და სასაფლაოებზე ქართულ მოსახლეობას მისვლის შესაძლებლობა ქონდეთ. 


მეუფემ დასძინა, რომ ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე მეუღლის გვერდით გარდაცვლილის დაკრძალვის შესაძლებლობა არ მიეცათ. 
ამასთან, სოფელი აძვის ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა. 

 

წყარო: interpressnews.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია