დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
დაპირისპირება იპოთეკით დაზარალებულებსა და პარლამენტის დაცვას შორის (ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/10 12:32:51

ქუთაისში პარლამენტთან ამ წუთებში იპოთეკით დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, რასაც დაცვასა და დაზარალებულებს შორის დაპირიპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები დავით უსუფაშვილსა და ეკა ბესელიასთან შეხვადრას მოითხოვენ,  წინააღადეგ შემთხვევაში, ისინი ფართომასშტბიანი აქციებით იმუქრებიან.


„ყველაფერი წაგვართვეს, სახლკარი წაგვართვეს, არაფერი დაგვიტოვეს, ესენი კი ჩვენ მიერ გადახდილი ფულებით თვითონ ხელფასებს იღებენ და კეთილდღეობას იწყობენ. ხელისუფლებაში რომ მოდიოდნენ და ხალხს ხმას თხოვდნენ, კარგად იცოდნენ, რა დღეში იყვნენ ადამიანები. მაშინ გვპირდებოდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა დაპირება დაივწიყეს. დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ ამ ამბავს შევეწირებით, თუკი ყურადღებას არ მოგვაქცევენ, გადავკეტავთ კარებს და პარლამენტში არავის შევუშვებთ.“- აცხადებს აქციის მონაწილე ირმა კერვალიძე.


აქიაციის მონაწილეებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ალეკო შავგულიძე და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები შეხვდნენ, რომლებიც ქუთაისში, პარლამენტში თვითმმართველობის კანონპროექტში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვებისათვის არიან ჩამოსული.

 

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ იმ კანონებს იღებს პირველ რიგში, რომლებიც მათ კეთლდღეობას უქმნის, მოსახლეობა კი უკვე დაივწიყეს. „არადა მთავრობას შესწევს იმის ძალა, რომ იპოთეკით დაზარალებულებს დაეხმაროს, თუმცა ამის სურვილი არ აქვს.“ - ამბობს ჯონდი ბაღათურია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია