დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მიწის მმართველობის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქმნება.
2013/08/06 12:46:39

 დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გამართულ შეხვედრას  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ.  ამ შეხვედრაზე  ცნობილი  გახდა რომ , მიწის მმართველობის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება. 

როგორც შეხვეწდრის მონაწილეებმა განმარტეს, უწყებათაშორისი საბჭოს მიზანი მიწის პოლიტიკის შემუშავება, მიწის მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იქნება. 

 საბჭოს სამდივნოს ფუნქციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეასრულებს. აღნიშნული საბჭოს შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  მიყიდვაზე  ექვსთვიანი  მორატორიუმი გამოაცხადა. 

 "ქვეყანაში მიწის  სწორი პოლიტიკის არსებობა გაზრდის მიწაზე  უფლებების  დაცვის  გარანტიებს  და  განსაზღვრავს მიწაზე  უფლებების  განაწილების მექანიზმებს; ხელს შეუწყობს სოციალურ სტაბილურობას; განსაზღვრავს მთავრობის მიზნებსა და ამოცანებს; უზრუნველყოფს მდგრადი მიწათსარგებლობისა და მიწის მართვის გამჭვირვალე  პროცესებს; მოაწესრიგებს საკანონმდებლო ბაზას  და ხელს შეუწყობს ინსტიტუტების განვითარებას", - განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.  

 საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიწის პოლიტიკის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები შემუშავდება. მოკლევადიანი სტრატეგიის მიზანი მიმდინარე და მწვავე პრობლემების დროული აღმოფხვრა, ხოლო გრძელვადიანი სტრატეგიის მიზანი− მიწის მართვისა და ადმინისტრირების საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა იქნება.   

 საბჭოს სხდომის ფარგლებში, მოხსენებებით წარსდგნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე კერესელიძე .

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია