საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"გვახსოვდეს გმირები!" - ზესტაფონში აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს
2016/08/08 19:38:15

"გვახსოვდეს გმირები!" - ზესტაფონში აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს

ქართული ოცნების ზესტაფონის მაჟრიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გვიან ღამით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს და ზესტაფონელი ზაზა ფერაძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ახალგაზრდებმა მემორიალი სიმბოლურად სანთლებითაც გაანათეს.

"8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. 8 წლის წინ ჩვენს სახლ-კართან, ტერიტორიებთან ერთად დავკარგეთ ყველაზე ძვირფასი, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, თუმცა არ დაგვიკარგავს მთავარი - მომავლის იმედი. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ახალგაზრდა ზესტაფონელი გმირის, ზაზა ფერაძის მემორიალთან. შევიკრიბეთ რათა პატივი მიგვეგო მისი და ყველა იმ გმირის ხსოვნისათვის, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სიცოცხლე გაწირეს. დარწმუნებული ვარ ზაზა ფერაძისა და თითოეული ჩვენი გმირის ოცნება უკეთეს, ძლიერ, განვითარებულ საქართველოზე აუცილებლად ასრულდება! ასრულდება იმიტომ, რომ ეს თითოეული ჩვენგანის, ახალი თაობის ვალია!" - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია