საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 5 წევრი ცნობილია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/27 12:28:20

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო- საატესტაციაო კომისიის თავმჯდომარემ, დავით დვალმა, კომისიის წევრები წარადგინა. კომისია ამ ეტაპისათვის 5 წევრისაგან შედგება, მომავალში მას კიდევ 2 წევრი დაემატება და დასრულდება მისი სრულად დაკომპლექტება.

 

როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, კომისიის წევრები, ძირითადად, არასამთავრობოთა რეკომენდაციით შეირჩნენ და იურიდიული სფეროდან არიან. ესენი არიან ყოფილი მოსამართლე ივანე აფრიდონიძე, იურისტი გიორგი ტოკლიკიშვილი, ასევე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თეა ჯუღელი და არასამთავრობოთა კოალიციის მიერ წარმოდგენილი რუსუდან ხაჭაპურიძე.

 

კომისიის წევრთა განცხადებით, მათი მუშაობა იქნება ობიექტური და გამჭვირვალე. ისინი მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

 

შეგახსენებთ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს საკრებულოს ყოფილი თვამჯდომარე თამაზ მარგველაშვილი იკავებდა, რომელსაც ეს თანამდებობა იძულებით დაატოვებინეს (მოგვიანებით იგი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდანაც წავიდა). დავით დვალი კომისიის თავმჯდომარედ 29 იანვარს დაინიშნა, მან კომისიის ძველი შემადგენლობა 4 თებერვალს სრულად დაითხოვა. კომისიის დაშლის მიზეზი მათთვის გამოცხადებული საზოგადოების მხრიდან უნდობლობა გახდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1841
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია